22:44 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-28 11:21:20, 574 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო - 30 ნოემბერს, თელავი დასაქმების ფორუმს უმასპინძლებს

30 ნოემბერს, თელავი დასაქმების ფორუმს უმასპინძლებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიებაზე მისულ სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ექნებათ 25-მდე კომპანიის, 300 -მდე ვაკანსიას გაეცნონ.

„ვაკანსიების ძირითადი მიმართულებებია : საცალო ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, ფარმაცევტული მიმართულება, სამშენებლო სექტორში არსებული პროფესიები, სასტუმრო და სარესტორნო სფერო, სატრანსპორტო და საბანკო მიმართულება.

სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ერთიან სივრცეში რეგიონში არსებულ აქტიურ ვაკანსიებს გაეცნონ და კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად დაგეგმონ შემდგომი თანამშრომლობა.

თელავის დასაქმების ფორუმი 13:00 საათზე დაიწყება.

მისამართი - თელავი, რუსთაველის ქ. N2 სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“- ის პირველი სართული.

მოდი ფორუმზე, შეხვდი ახალ წელს ახალი გეგმებით და ახალი შესაძლებლობებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics