|
2023-11-22 17:42:20, 613 ნახვა
საზოგადოება
ატენის ქუჩა N16-ში სპორტული მოედანი რეაბილიტირდა
ატენის ქუჩა N16-ში, სპორტული მოედანი რეაბილიტირდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, პროექტი ვაკის რაიონის გამგეობისა და ჩინეთის საელჩოს შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდა. "პროექტის მიზანი სპორტის მოყვარულთა აქტივობების გაზრდა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობაა. სპორტული მოედნის გახსნას ესწრებოდნენ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჭოუ ციენი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ვაკის გამგებელი დავით კვინიკაძე და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ნოდარ ტურძელაძე. საკალათბურთო მოედანი აღჭურვილია თანამედროვე ინფრასტრუქტურით. სამუშაოების ღირებულებამ 69 300 ლარი შეადგინა. სპორტული მოედნის გარდა, წინასწარ შერჩეულ მისამართზე - წყნეთის ტყე-პარკის ტერიტორიაზე, ასევე, ღია სავარჯიშო სივრცის მოწყობაა დაგეგმილი, რაზეც 53 000 ლარია გამოყოფილი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)