|
2023-11-17 19:48:59, 892 ნახვა
საზოგადოება
თამილა ბარკალაია რადიმ ირსენს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ ბარკალაია ჩეხეთის რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილეს, რადიმ ირსენს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, უცხოელ კოლეგას, სამინისტროს პრიორიტეტები და მიმდინარე საქმიანობა გააცნო. შეხვედრისას ისაუბრეს სოციალური დაცვის მიმართულებით არსებულ მნიშვნელოვან პროექტებსა და გამოწვევებზე.განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც. ჩეხეთის რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ უწყების მიერ გადადგმული ნაბიჯები დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ სამინისტროს სწორად დასახული პრიორიტეტები აქვს. შეხვედრას ჩეხეთის რეგიონული განვითარების წარმომადგენელი იანა ზელინგეროვაც ესწრებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)