|
2023-11-17 13:21:07, 543 ნახვა
საზოგადოება
ბრეგაძე - გამოვეცით ჟურნალი „იუსტიცია“, რომლის 5 ნომერი უკვე გამოიცა
ჩვენ მრავალგზის განვაცხადეთ, რომ ჩვენს საქმიანობაში ვხელმძღვანელობთ მეცნიერებასა და კვლევაზე დაფუძნებული მიდგომებით. სწორედ ამიტომ გამოვეცით ჟურნალი „იუსტიცია“, რომლის 5 ნომერი უკვე გამოიცა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მოსმენისას განაცხადა. მისი თქმით, 2023 წლიდან ჟურნალი წარმოდგენილია ციფრულ პლატფორმაზე და საერთაშორისო რეფერირებაც მოიპოვა. „ჩვენ მრავალგზის განვაცხადეთ, რომ ჩვენს საქმიანობაში ვხელმძღვანელობთ მეცნიერებასა და კვლევაზე დაფუძნებული მიდგომებით. სწორედ ამიტომ გამოვეცით ჟურნალი „იუსტიცია“, რომლის 5 ნომერი უკვე გამოიცა. 2023 წლიდან ის უკვე წარმოდგენილია ციფრულ პლატფორმაზე და მოიპოვა საერთაშორისო რეფერირებაც. ასევე, ჩვენ სამინისტროსთან გვაქვს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო. საბჭოს მუშაობაში მონაწილეობენ აკადემიური სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც იღებენ აქტიურ მონაწილეობას, მათ შორის, ჩვენ მიერ პარლამენტში წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებაში“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)