17:01 - 04 Jul, 2026
|
2023-11-11 13:46:59, 1643 ნახვა
ომი უკრაინაში
მედია - რუსეთმა კიევის მიმართულებით „ისკანდერის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა
რუსეთმა დილით კიევის მიმართულებით „ისკანდერის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ამის შესახებ კიევის საქალაქო ადმინისტრაციის უფროსმა, სერგეი პოპკომ განაცხადა. როგორც პოპკო აღნიშნავს, რაკეტამ კიევამდე ვერ მიაღწია, რადგან საჰერო თავდაცვის ძალებმა ის დედაქალაქის მისადგომებთან გაანადგურეს. აფეთქების ტალღამ ხუთი კერძო სახლი დააზიანა, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. „52-დღიანი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, მტერმა კიევზე სარაკეტო თავდასხმები განაახლა! რაკეტამ კიევამდე ვერ მიაღწია, საჰაერო თავდაცვის ძალებმა და საშუალებებმა ის დედაქალაქის მისადგომებთან გაანადგურეს“, - განაცხადა პოპკომ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)