13:00 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-10 12:20:15, 661 ნახვა

საზოგადოება
შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ „საგადასახადო ინსპექტორები საზღვრებს გარეშე“ პროექტის ექსპერტს უმასპინძლა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილემ, პაატა კილაძემ სამუშაო შეხვედრა გამართა "საგადასახადო ინსპექტორები საზღვრების გარეშე“ (TIWB) პროგრამის ფარგლებში დაწყებული ახალი, რიგით მეოთხე პროექტის კოორდინატორ-ექსპერტთან, სამი კოსკინენთან. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, აღნიშნული პროექტის მიზანია, შემოსავლების სამსახურის აუდიტორებს გაეწიოს პრაქტიკული დახმარება კონტროლირებადი ოპერაციების შეფასებისა  და აუდიტის ჩატარების მიმართულებით.

შეხვედრის მსვლელობისას, მხარეებმა შეაფასეს პროექტის მიმდინარეობა, განიხილეს სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების პრიორიტეტული მიმართულებები და დასახეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები.

შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მოხდეს, ისეთი საკითხებისა და მიმართულებების გაზიარება, როგორიცაა საერთაშორისო დაბეგვრა, შემოწმების ხარისხის გაუმჯობესება, ასევე დავების დეპარტამენტისთვის იმ გზებისა და მეთოდების გაცნობა, რომლებიც შემდგომ გამოყენებული იქნება საერთაშორისო საგადასახადო დავების წარმოებისას.

„TIWB-ის პროგრამა იძლევა  გამოცდილების მიღების უნიკალურ შესაძლებლობას. გვაქვს მოლოდინი, რომ პროექტის მიმდინარეობისას გამოცდილი ექსპერტის ჩართულობით მოხდება, არამხოლოდ სასურველი შედეგების მიღწევა კონკრეტული საქმისწარმოების პროცესში, არამედ შესაბამისი დეპარტამენტების თანამშრომლებს ჩაუტარდებათ თეორიული ტრენინგები“ - აღნიშნა პაატა კილაძემ.

შემოსავლების სამსახურში გამართულ შეხვედრებს ესწრებოდნენ საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი სამსონ ურიდია, ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზაზა თაბაგარი, ასევე აუდიტის დეპარტამენტის უფროსი ზაალ ტყეშელაშვილი და სხვა პასუხისმგებელი პირები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე დააკავეს
NGO-ები: წლებია, წამებას და არასათანადო მოპყრობას სახელმწიფო პოლიტიკურ იარაღად იყენებს
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics