|
2023-11-07 12:33:22, 1366 ნახვა
რეგიონი
DMO - სამცხე-ჯავახეთი ლონდონის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობს
სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაცია (DMO) დიდ ბრიტანეთში, მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ტურისტულ გამოფენაში WTM London 2023 იღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ინფორმაციას სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის ცნობით, სამცხე-ჯავახეთის სტენდზე ვიზიტორებს საშუალება აქვთ, გაეცნონ რეგიონის ტურისტულ მიმართულებებს და ტურისტულ პროდუქტებს. დაგეგმილია შეხვედრები საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან, ბლოგერებთან და ტურისტულ კომპანიებთან. „საქართველოსთვის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონისთვის ძალიან დიდი წარმატებაა ლონდონის საერთაშორისო გამოფენაზე მონაწილეობის მიღება. გამოფენამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, რადგან გვქონდა უკვე პირველი დღისთვის საკმაოდ ნაყოფიერი შეხვედრები, ძალიან დიდი ინტერესია ჩვენი რეგიონის მიმართ და მაქსიმალურად ვცდილობთ წარვუდგინოთ სამცხე-ჯავახეთი დაინტერესებულ პირებს“,- განაცხადა სამცხე-ჯავახეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით მუმლაძემ. საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე მოწყობილ საქართველოს სტენდზე სამცხე-ჯავახეთის გარდა, საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, სამეგრელოს, იმერეთისა და სვანეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციები, 20-მდე ტურისტული კომპანია და სასტუმროს ქსელია წარმოდგენილი. WTM London 2023 გამოფენაში 185-ზე მეტი ქვეყნის 4 ათასი ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობს. გამოფენას ტურიზმის სფეროს 35 ათასზე მეტი პროფესიონალი ესწრება.
ISFED: „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წელს ყველა სხვა პარტიაზე მეტი — 26.5 მილიონი ლარი მიიღო
ოლიმპიურმა ჩემპიონმა და ყოფილმა დეპუტატმა ზურაბ ზვიადაურმა საპატიმრო დატოვა
ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა უკრაინაში ომისა და სომხეთის არჩევნებში ჩარევის მცდელობის გამო
მეუფე შიო - მრავალჯერ გვიფიქრია, როგორ გაუმკლავდეს ეკლესია თანამედროვე გამოწვევებს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)