16:12 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-11-07 12:17:47, 653 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვა - ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მიღების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება იწყება

​თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში, ახალაშენებულ კორპუსებში, განსახლების მსურველმა დევნილმა ოჯახებმა ახალი განაცხადი უნდა გააკეთონ. იძულებით გადაადგილებული ოჯახების განაცხადების მიღება, ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის სახლებში, 14 ნოემბერს დაიწყება და 2024 წლის 1-ელ თებერვლამდე გაგრძელდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

დევნილთა სააგენტოს დირექტორის ზურაბ უტიაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა, დევნილთა განსახლების უპრეცედენტო მასშტაბის პროექტს ახორციელებს.

„იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და დევნილ ოჯახებს, სრულად გარემონტებული ბინები, 2025 წლის ბოლომდე გადაეცემათ.

თბილისში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადის გაკეთება მხოლოდ იმ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ, რომლებიც დედაქალაქში, 2013 წლის 1 ივნისამდე არიან რეგისტრირებულები. ზუგდიდში, ქუთაისსა და რუსთავში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადის შევსება საქართველოს ნებისმიერ რეგიონში რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ.

2023- 2025 წლებში, ჯამში, 13 ათასი დევნილი ოჯახი განსახლდება. პროექტის ბიუჯეტი 900 მილიონ ლარს შეადგენს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics