|
2023-11-04 16:47:34, 1254 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ჩვენ არ მივატოვებთ ჩვენს ხალხს ოკუპირებულ ტერიტორიებზე
ჩვენ არ მივატოვებთ ჩვენს ხალხს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკის თქმით, რუს საოკუპაციო ძალებს უკრაინული ქალაქები სურდათ, მაგრამ იძულებულნი გახდნენ, გაქცეულიყვნენ. "ჩვენ ჩვენი წილი გვაქვს გასაკეთებელი. ეს ჩვენი საჭიროებაა. კარგად მახსოვს, რას გრძნობდა ხალხი 24 თებერვალს და სრულმასშტაბიანი ომის პირველ დღეებში. მახსოვს, რა ითქვა და ვინ რა თქვა. ვის სჯეროდა და ვის არ სჯეროდა უკრაინის. მნიშვნელოვანია, ისევე გვჯეროდეს უკრაინის, როგორც მაშინ. რუსეთს კიევი სურდა, მაგრამ ისინი იძულებული გახდნენ გაქცეულიყვნენ. მათ უნდოდათ ხარკოვი და აცხადებდნენ, რომ ის რუსული ქალაქია, მაგრამ ჩვენი ხარკოვი არის და იქნება ყოველთვის თავისუფალი. იგივე ეხება ხერსონსაც. ჩვენ არ მივატოვებთ ჩვენს ხალხს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - მინდა, მათ ეს ახლა გაიგონ", - განაცხადა ზელენსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
ზელენსკი კონსტანტინოვკის აღებაზე - სიმართლე ძალიან განსხვავდება პუტინის სიტყვებისგან
პუტინის რეჟიმმა სუმს დაარტყა გარდაიცვალა 4 ადამიანი მათ შორის ბავშვი, დაიჭრნენ ბავშვები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)