18:38 - 11 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-24 13:26:13, 681 ნახვა

სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული საქონლის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს

ბოლო ერთი თვის მონაცემებით, საბაჟო გამშვებ პუნქტებში "თბილისის აეროპორტი" და "წითელი ხიდი", ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე-ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების როგორც კუთვნილი ბარგის, ასევე მათი მართვის ქვეშ არსებული სატრანსპორტო საშუალებების დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული საქონლის კერძოდ, სხვადასხვა დასახელების კომპიუტერული ტექნიკის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 29 924,22 ლარი შეადგინა.

მათივე ინფორმაციით, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 29 924,22 ლარის ოდენობით შეეფარდათ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დონალდ ტრამპი - აშშ დღეს ღამით ძალიან ძლიერად დაარტყამს ირანს
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics