|
2023-10-23 16:10:58, 761 ნახვა
საზოგადოება
რუსთავში „ლიბერთის“ განახლებული ფილიალი გაიხსნა
"ლიბერთი" აგრძელებს რეგიონებში ინფრასტრუქტურის განვითარებას. ამჯერად, "ლიბერთის" განახლებული ფილიალი რუსთავში (თბილისი-წითელი ხიდის გზატკეცილის 21-ე კილომეტრი) გაიხსნა და გახსნის ცერემონიას "ლიბერთის" მენეჯმენტის წარმომადგენლები, საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი თორნიკე კორძაია და ქვემო ქართლის რეგიონალური დირექტორი თენგიზ სვანიძე დაესწრნენ. რუსთავის ფილიალი მომხმარებლებს სთავაზობს ყველა ტიპის საბანკო მომსახურებას, რომელიც სრულად აკმაყოფილებს როგორც ფიზიკური პირების, ასევე მცირე და საშუალო ბიზნესის საჭიროებებს. ამჟამად, ქვემო ქართლის რეგიონში "ლიბერთი ბანკში" დასაქმებულია 330-ზე მეტი თანამშრომელი, ფუნქციონირებს 13 ფილიალი, 8 საზოგადოებრივი ცენტრი, 9 სპეციალიზირებული სერვის ცენტრი და 5 "ლიბერთი ექსპრესი". განახლებულ ფილიალში კი 23 თანამშრომელია დასაქმებული. "ლიბერთი" აგრძელებს რეგიონებში ინფრასტრუქტურის გაძლიერებას, ადგილობრივი პროფესიონალების დასაქმებას და მომხმარებელზე მორგებული სერვისების დანერგვას. ჩვენი მიზანია, რეგიონში ფინანსურ რესურსებზე და საბანკო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ჩვენი მომხმარებლებისთვის კომფორტული საბანკო მომსახურების შეთავაზება. განახლებული ფილიალი მოემსახურება როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე ბიზნესს",- აცხადებს თორნიკე კორძაია, "ლიბერთის" საცალო საბანკო მიმართულების დირექტორი. "ლიბერთი" ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალობიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარსშეადგენს და დასაქმებულია 4 500-ზე მეტითანამშრომელი. "ლიბერთი" ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზემეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)