|
2023-10-19 13:42:10, 660 ნახვა
საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გერმანიაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
ქართული ღვინის დეგუსტაცია-სემინარი „საქართველო - ღვინის სამშობლო“ ქალაქ ჰამბურგში ჩატარდა. ღონისძიებას ქართული ღვინის ექსპერტი ინგე მაინცერი (Inge Mainzer) უძღვებოდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობთ, სადეგუსტაციოდ წარმოდგენილი იყო 10 ქართული კომპანიის ღვინოები; ღონისძიებას იმპორტიორები, სომელიეები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. „დეგუსტაცია-სემინარი ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის „ff.k Public Relations“ ორგანიზებით ჩატარდა და შედგებოდა ორი ეტაპისგან: მასტერკლასი „საქართველო - ღვინის სამშობლო“ და ქართული ღვინისა და კერძების დეგუსტაცია. ჰამბურგში გამართული ღონისძიება კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო გერმანიაში ქართული ღვინის ცნობადობის გასაზრდელად. გერმანია, რომელიც ევროპაში ღვინის უდიდესი იმპორტიორი ქვეყანაა, ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზრების ჩამონათვალს 2020 წლიდან დაემატა. გერმანულ მარკეტინგულ კომპანიასთან „ff.k Public Relations” ღვინის ეროვნული სააგენტო 2021 წლიდან თანამშრომლობს. მიმდინარე წლის განმავლობაში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერითა და კომპანიის „ff.k Public Relations” ორგანიზებით, გერმანიაში ქართული ღვინის სარეკლამო ღონისძიებები აქტიურად მიმდინარეობს. ქალაქ ჰამბურგში გამართული დეგუსტაცია-სემინარის ფორმატის მსგავსი კიდევ ორი ღონისძიება მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში, ფრანკფურტსა და კიოლნში გაიმართება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)