2023-10-18 16:33:10, 1096 ნახვა
სამართალი
შსს-მ ბოლნისში, მერვე კლასელი გოგონას მიერ ბავშვის გაჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მე-8 კლასელმა იმშობიარა.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რადიო "მარნეული" სამოქალაქო აქტივისტ თოზუ გულმამედლზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ადგილობრივების თქმით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურში, ნაადრევი ქორწინების მსხვერპლმა, მე-8 კლასის მოსწავლემ იმშობიარა. საქმეს იძიებს შსს. აშკარად ჩანს, რომ უფრო მეტი გვაქვს გასაკეთებლი ბავშვების დასაცავად“,- წერს გულმამედლი "ფეისბუქზე".
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 16 წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,