08:01 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-13 18:17:34, 660 ნახვა

საზოგადოება
მიქანაძე - ვარშავაში ვარ საპარლამენტო არჩევნების დასაკვირვებლად, საქართველოს პარლამენტის დელეგაცია თბილისშია, ამ დროს „ნაცების“ ერთ-ერთი მედია ამბობს, რომ სტრასბურგში ვართ

უკვე მეორე დღეა ვარშავაში ვარ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ეგიდით 15 ოქტომბერს გასამართი საპარლამენტო არჩევნების დასაკვირვებლად. ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი ჩიქოვანი, ხატია წილოსანი და ეკა სეფაშვილი თბილისში არიან. ამ დროს „ნაცების“ ერთ-ერთი მედია ამბობს, რომ სტრასბურგში ვართ, - ასე ეხმიანება უმრავლესობის წევრი გივი მიქანაძე გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ირაკლი ჩიქოვანის ხელმძღვანელობით ევროპულ საბჭოში იმყოფება.

ამის შესახებ გივი მიქანაძე სოციალურ ქსელ Facebook-ზე წერს.

„უკვე მეორე დღეა ვარშავაში ვარ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ეგიდით 15 ოქტომბერს გასამართი საპარლამენტო არჩევნების დასაკვირვებლად. ირაკლი კობახიძე, არჩილ თალაკვაძე, ირაკლი ჩიქოვანი, ხატია წილოსანი და ეკა სეფაშვილი თბილისში არიან. ამ დროს „ნაცების“ ერთ-ერთი მედია ამბობს, რომ სტრასბურგში ვართ. რომელ რეალობას დავუჯერო არ ვიცი. რამდენიმე დღის წინ რაღაც “ნიუსი” შემომხვდა სოცქსელებში, სამყარო ერთი დიდი სიმულაციააო, შეიძლება ეგაა“ - წერს გივი მიქანაძე.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics