08:00 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-12 11:09:56, 716 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის სამინისტრომ და „იურიდიული დახმარების სამსახურმა“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

სამხედრო მოსამსახურეებისთვის უფასო იურიდიული დახმარებისა და სამართლებრივი კონსულტაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სსიპ „იურიდიული დახმარების სამსახურს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, მემორანდუმი მიზნად ისახავს სამხედრო მოსამსახურეების, მათ შორის სამშვიდობო მისიაში მონაწილე პირებისთვის სამართლებრივ საკითხებზე ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას, სამსახურის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდასა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობას.

„თავდაცვის სამინისტროში ოფიციალურ დოკუმენტს ხელი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ და სსიპ ,,იურიდიული დახმარების სამსახურის“ დირექტორმა დავით სიმონიამ მოაწერეს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics