12:28 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-07 11:45:49, 741 ნახვა

საზოგადოება
კონკურსის „შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება“ გამარჯვებულები დააჯილდოვეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა, CENN-ის მიერ ორგანიზებულ კონკურსში „შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება“ გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკის პარალელურად, ძალიან მნიშვნელოვანია არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის ჩართულობა ისეთ ღონისძიებებში, რომელიც ნარჩენების მართვის მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, მდგრადი განვითარების მიზნები და საერთაშორისო სტრატეგიები, რომლებსაც უერთდება საქართველო, მწვანე ეკონომიკის განვითარებას ითვალისწინებს. კონკურსი „შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება” კიდევ ერთხელ ამახვილებს საზოგადოების ყურადღებას დაბინძურების შემცირების აუცილებლობაზე იმისათვის, რომ ნაკლები ნარჩენი მოხვდეს ნაგავსაყრელზე და მათი უმეტესობა ხელმეორედ გადამუშავდეს, ასევე კონკურსი წაახალისებს კომპანიებს მწვანე ეკონომიკის ზრდის განვითარების მიმართულებით”, - აღნიშნა სოლომონ პავლიაშვილმა.

კონკურსი „შეაჩერე პლასტმასით დაბინძურება“ მიზნად ისახავდა ხელი შეეწყო ნარჩენების მართვის საკითხებში სხვადასხვა სექტორის ჩართულობასა და სამომხმარებლო მიდგომების კუთხით ცნობიერების ამაღლებას. მონაწილეებმა ერთჯერადი პლასტმასის შესამცირებლად მდგრადობის სტრატეგიები, მწვანე შესყიდვების დოკუმენტები და ქცევის ცვლილებებზე ორიენტირებული მიდგომები შეიმუშავეს.

კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ კერძო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოების, ნორვეგიისა და აშშ-ის საელჩოების წარმომადგენლები, ასევე, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, სასტუმრო შერატონ გრანდ მეტეხი პალასი, სილქ ჰოსფითალითი, საჩხერის ახალგაზრდული ცენტრი, ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), პოლტ საქართველო, საქართველოს მშვიდობის კორპუსი, APM Terminals ფოთი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
დროა: როდესაც ხოშტარია არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, ეს სადამსჯელო ოპერაციაა
სააკაშვილი: ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics