12:28 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-06 11:45:34, 777 ნახვა

საზოგადოება
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ორგანიზაციული თვითშეფასების ევროპული მოდელის დანერგვას განაგრძობს

იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თანამშრომლებს, რომლებიც შეფასების ერთიანი სისტემის (CAF) დანერგვის პროცესში მონაწილეობენ, სპეციალური ტრენინგი ჩაუტარდათ. 

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ცნობით, შეფასების ერთიანი სისტემის მიზანია, საჯარო უწყებებში შედეგზე ორიენტირებული საქმიანობის გაუმჯობესება, რასაც უზრუნველყოფს არსებული მდგომარეობის სისტემატური და კომპლექსური თვითშეფასება.

"საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო სერვისების განვითარების 2022-2025 წლების სტრატეგიის შესაბამისად სააგენტოში შეფასების ერთიანი სისტემის დანერგვა უზრუნველყოფს: ხარისხის მართვის სისტემის დახვეწას და გაუმჯობესებას; მოქალაქეთა კმაყოფილების ზრდას; ორგანიზაციის მუდმივ განვითარებას; თვითშეფასების საფუძველზე სამუშაო პროცესების გაუმჯობესებას; საჯარო უწყებებში შეფასების ერთიანი სისტემის ჩამოყალიბებას.

შეფასების ერთიანი სისტემა ევროპაში სპეციალურად საჯარო სექტორისათვის შემუშავდა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების, მათ შორის ავსტრიის, ბელგიის, გერმანიის, დანიის, ესპანეთის, იტალიისა და ნიდერლანდების სამეფოს ათასობით საჯარო დაწესებულებაში წარმატებით გამოიყენება.
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კოორდინაციით ორგანიზაციული თვითშეფასების ევროპული მოდელი საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოშიც ინერგება, რაც ხელს შეუწყობს შეფასების ერთიანი სისტემის ამოქმედებას.

პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და დიდი ბრიტანეთის მთავრობის პროგრამის მხარდაჭერით ხორციელდება",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
დროა: როდესაც ხოშტარია არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, ეს სადამსჯელო ოპერაციაა
სააკაშვილი: ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics