12:28 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-06 09:55:26, 746 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ გომელაურმა სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელ პირებთან თათბირი გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, მოადგილესთან, გიორგი ბუთხუზთან ერთად, სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო თათბირი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ეკონომიკის და ლოჯისტიკის დეპარტამენტების დირექტორები, ასევე, დაცვის პოლიციის თავმჯდომარე და სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის, მომსახურების სააგენტოს და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის უფროსები.

"ვახტანგ გომელაურს და გიორგი ბუთხუზს დანაყოფების ხელმძღვანელებმა კვარტალური ანგარიში წარუდგინეს.

სამუშაო თათბირზე განხილულ იქნა განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები და შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტის საკითხი.

ასევე, აღინიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების სამუშაო პირობების უფრო მეტად გაუმჯობესების მიზნით, თბილისსა და რეგიონებში, აქტიურად მიმდინარეობს სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, რაც გულისხმობს სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების შენობების მშენებლობა-რეაბილიტაციას, ასევე, ტექნიკის, აღჭურვილობისა და ავტოპარკის განახლებას.

საუბარი შეეხო სამინისტროსთვის ბიუჯეტის ზრდის ტენდენციას.

შინაგან საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთი შეხვედრა მოადგილესთან, იოსებ ჭელიძესთან ერთად გამართა. შეხვედრას დაესწრნენ განსაკუთრებულ დავალებათა, ობიექტების დაცვის და სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტების დირექტორები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი.

მიმდინარე თათბირზე საუბარი შეეხო დეპარტამენტებში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებს: განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ახალი ბაზების მშენებლობას და თანამშრომელთა გადაიარაღების პროცესს, საგანგებო და სამაშველო ძალების გაძლიერების მიმართულებას.

შეხვედრის დასასრულს შინაგან საქმეთა მინისტრმა დამსწრე პირებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და შესაბამისი დავალებები მისცა",- ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ქართველი დიპლომატები და საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს
უკრაინამ ვოლგოგრადში მდებარე „ისკანდერის“ სარაკეტო ქარხანას „ფლამინგოს“ რაკეტები დაარტყა
დროა: როდესაც ხოშტარია არ არის გადაყვანილი სამოქალაქო კლინიკაში, ეს სადამსჯელო ოპერაციაა
სააკაშვილი: ზურაბიშვილი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ცუდი საგარეო საქმეთა მინისტრი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics