|
2023-09-16 11:03:55, 725 ნახვა
საზოგადოება
თამარ ბარკალაია - საქართველოში შშმ პირთა უფლებებზე გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა, მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია საქართველოში შშმ პირთა უფლებებზე გაეროს სპეციალურ მომხსენებელს, გერარდ ქვინის შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელება. უწყების ცნობით, ისაუბრეს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებზე, რეფორმების პროცესში შშმ პირთა ჩართულობასა და ინკლუზიური საზოგადოების განვითარების მხარდაჭერის მექანიზმებზე, მათ შორის - ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მიმართულებით.განიხილეს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესები და სოციალური სერვისების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდის საკითხი. „საქართველოში შშმ პირთა უფლებებზე გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს, ბოლო წლების განმავლობაში, მიღწეულ პროგრესზე დეტალური ინფორმაცია მივაწოდეთ. ვისაუბრეთ შშმ პირთა ჩართულობაზე იმ პლატფორმებზე, რომლებიც სამინისტროში აქტიურად და წარმატებულად მოქმედებს. სტრატეგიებისა და სხვა რეფორმების დაგეგმვა შშმ პირთა ორგანიზაციებისა და უშუალოდ მათი ჩართულობით ხდება. მიმდინარე რეფორმები გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა დადებითად შეაფასა“,-აღნიშნულის შესახებ თამარ ბარკალაიამ განაცხადა. შეხვედრას ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფიცერი ბარბორა ზამრსკა, სოციალური დაცვის, დევნილთა და შრომის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი თამარ კურტანიძე, სტრატეგიული განვითარების სამმართველოს უფროსი ქეთევან გოგინაშვილი, სოციალური პროგრამების უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი თამარ გოცაძე და საქართველოში შშმ პირების კომიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)