|
2023-09-13 15:02:11, 798 ნახვა
საზოგადოება
„სელფი“ კრეატიული ფესტივალის AD Black Sea-ს ოფიციალური პარტნიორია
„სელფი მობაილი“, ქართული მობილური ოპერატორი, რომელიც საქართველოს მასშტაბით 1.45 მლნ მომხმარებელს ემსახურება, ყოველწლიური, რეგიონში კრეატიული ინდუსტრიის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიების, AD Black Sea -ს მხარდამჭერია. ფესტივალი ტრადიციისამებრ იმართება ბათუმში, 14-16 სექტემბერს. AD Black Sea თავს უყრის კრეატიული ინდუსტრიის მთავარ მოთამაშეებს, შთამბეჭდავ გამოსვლებს, დიდ იდეებს, ლეგენდარულ სახელებს, ინტერაქციულ სესიებს, პრაქტიკულ ვორქშოფებსა და სხვა აქტივობებს. „სელფის“ დანიშნულებაა, მისცეს მის აბონენტებს შესაძლებლობა და მოტივაცია კიდევ უფრო მეტი მიიღონ ტექნოლოგიური მიღწევებისგან, თანაც ისე, რომ ეს მათთვის იყოს მარტივი, სასიამოვნო და დროის დამზოგველი. ხსენებული ფესტივალის მხარდაჭერაც სწორედ „სელფის“ მიზანს ეხმიანება - გაუმარტივოს მომხმარებელს წვდომა სხვადასხვა სახის ინოვაციასა თუ ტექნოლოგიურ მიღწევაზე, რაც, მათ შორის, მოიცავს დარგის სიახლეების გაცნობას საკუთარი პროფესიული თუ პერსონალური მიზნებისთვის. Ad Black Sea-ს საფუძველი ჩაეყარა 2015 წელს და სადღეისოდ რეგიონში ყველაზე დიდი მოლოდინის შემქმნელი ფესტივალია, რომელიც 1000-ზე მეტ დელეგატს მასპინძლობს. სრული პროგრამა განთავსებულია: https://adblacksea.com/attend/agenda
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)