|
2023-09-11 12:29:08, 1107 ნახვა
რეგიონი
„აჭარა ის ფარული განძია, რომელიც უნდა აღმოაჩინო“ - „ევრონიუსმა“ ბათუმის შესახებ რეპორტაჟი მოამზადა
აღმოაჩინე აჭარა: იუნესკოს მიერ დაცული ბუნება, უნიკალური ქართული სტუმართმოყვარეობა, არქიტექტურა - აჭარა ის ფარული განძია, რომელიც უნდა აღმოაჩინო - ამ სიტყვებით იწყებს "ევრონიუსი" ბათუმის, აჭარის შესახებ მომზადებულ ვრცელ რეპორტაჟს. "ევრონიუსის" გადაცემა Explore-ის მილიონობით მაყურებელი ბათუმის მრავალფეროვან ტურისტულ შესაძლებლობებს, ქალაქის ძველ და თანამედროვე სახეს, ეკოტურისტულ მიმართულებებს, ქართულ გასტრონომიას, ფოლკლორს და ღვინის დაყენების 8 000-წლიან ტრადიციას გაეცნო. "ევრონიუსის" მაყურებელმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარისგან საინვესტიციო გარემოს, ტურისტული, ეკონომიკური შესაძლებლობების და განვითარების შესახებ მიიღო ინფორმაცია. "ევრონიუსის" ობიექტივში მოხვდა აჭარის ტყეები და ნაკრძალები. წამყვანი აჭარის უნიკალობას უსვამს ხაზს და აღნიშნავს, რომ რეგიონის 60%-ს მოიცავს ტყე. უნიკალურია მტირალას ეროვნული პარკი, ის ერთ-ერთია ოთხ დაცულ ეროვნულ პარკთაგან აჭარაში, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის ნაწილია. "ჩვენ ვეზიარეთ და ვნახეთ აჭარის მდიდარი კულტურა, ლეგენდარული სტუმართმასპინძლობა, ვეწვიეთ საქართველოს მეორე დიდ ქალაქს, ბათუმს, რომელიც ანტიკური ისტორიისა და თანამედროვე არქიტექტურის მიქსია. აღმოვაჩინეთ რეგიონის თვალწარმტაცი ბუნება, რომელიც ქალაქს ირგვლივ აქვს შემორტყმული". რეგიონის პოპულარიზაციისა და უცხოელი ტურისტების მოზიდვის მიზნით აქტიურად მიმდინარეობს უცხოელი ჟურნალისტებისა და ტურისტული სააგენტოების ვიზიტი აჭარაში. მიმდინარე წელს, აჭარას უკვე სტუმრობდნენ სერბი, კორეელი, არაბი, უზბეკი, ყაზახი, პოლონელი, ებრაელი, გერმანელი, სომეხი და თურქი ჟურნალისტები. 2022 წელს, ბათუმი 500-მდე ჟურნალისტს, ბლოგერსა და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელს მასპინძლობდა. წელს, "ევრონიუსზე" აჭარის ორთვიანი საიმიჯო კამპანიაც მიმდინარეობდა. საერთაშორისო ტელეკომპანიის ეთერში რეგიონის საიმიჯო ვიდეორგოლებს მილიონობით მაყურებელი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაეცნო. "ევრონიუსს" მსოფლიოს მასშტაბით 400 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავს - ის 160 ქვეყანაში 17 ენაზე მაუწყებლობს. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
პეტერ ფიშერი შიო III-ს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავს
შეიძინე კრიპტო თიბისის მობაილბანკში და მიიღე შანსი, დასაჩუქრდე YE, Kanye West-ის კონცერტის ბილეთებით
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)