02:25 - 28 Jun, 2026
|
2023-09-09 15:17:17, 991 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრის მოადგილე - არქივის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს
არქივის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბუბა ლომუაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, ნიტროფუძიანი კინოფირები ყველა გაციფრულებულია და მათი ასლები კინოარქივში ინახება. როგორც ლომუაშვილი აღნიშნავს, ცეცხლი ეროვნული არქივის სხვა შენობებზე არ გავრცელებულა და მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. „ჩვენ გვქონდა ყველასთვის დაცვითი სისტემები, თუმცა, მოგეხსენებათ, ეს არის აალებადი კინოფირები. თუ როგორ მოხდა, ამას გამოძიება დაადგენს“, - განაცხადა ბუბა ლომუაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიაზე არსებულ ცალკე მდგომ შენობაში ხანძარი გუშინ გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, შენობაში ნიტროფუძიანი კინოფირები ინახებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)