04:37 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-07 11:32:32, 1659 ნახვა

ომი უკრაინაში
ბლინკენი - სანქცირებული რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ აქტივებს უკრაინას გადავცემთ

სანქცირებული რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ აქტივებს უკრაინას გადავცემთ,- აღნიშნულის შეახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

უკრაინული მედიის ცნობით, საუბარია 5,4 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩამორთმეულ სახსრებზე, რომლებიც გამიზნული იქნება უკრაინელი ვეტერანების რეინტეგრაციისა და რეაბილიტაციისთვის.

„უსაფრთხოების სფეროში უკრაინის საჭიროებების გარდა, პირველად ჩვენ გადავცემთ უკრაინას სანქცირებული რუსი ოლიგარქებისთვის ჩამორთმეულ აქტივებს, რომელთა გამოყენებაც ახლა მოხდება უკრაინელი ვეტერანი სამხედროების მხარდასაჭერად. ის, ვინც ხელს უწყობდა პუტინის აგრესილ ომს, ამისთვის უნდა გადაიხადოს“,- განაცხადა ბლინკენმა.

ცნობისთვის, კიევში ვიზიტისას აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინისთვის 1 მილიარდი დოლარის ოდენობის დახმარების ახალი პაკეტის შესახებ გამოაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics