|
2023-09-06 11:34:19, 931 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკის ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის ტრანზაქციამ ADB-ის წლის საუკეთესო მწვანე გარიგების ჯილდო მიიღო
ბაზისბანკმა აზიის განვითარების ბანკის (ADB) საუკეთესო მწვანე გარიგების ჯილდო მიიღო. ჯილდო ბანკის წარმომადგენლებს 2023 წლის 5 სექტემბერს სინგაპურში გამართულ ყოველწლიურ დაჯილდოების ცერემონიალზე გადაეცათ. ჯილდო უშუალოდ ეხებოდა ბაზისბანკის მიერ დადებულ ვაჭრობის დაფინანსების ტრანზაქციას, რომელიც განხორციელდა ADB-ს ვაჭრობის დაფინანსების პროგრამის (TFP) ფარგლებში და სპეციალურად მოიცავდა კომპონენტებს გარემოს დაცვის მდგრადობის უზრუნველყოფისათვის. ბაზისბანკმა აღნიშნული აღიარება მიიღო კლიენტების მხარდაჭერისათვის კლიმატის ცვლილების შემცირებისა და მდგრადი ეკონომიკის განვითარების მიმართულებით. ამ მიდგომას ხელშესახები დადებითი გავლენა აქვს კლიმატის ცვლილებაზე და მოაქვს დამატებითი ღირებულება ბიზნესისათვის. „მოხარული ვართ, რომ მივიღეთ ADB-ის TFP-ის წლის საუკეთესო მწვანე გარიგების ჯილდო, რადგან ეს ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდოა და ნათლად ასახავს ჩვენი გუნდის მიერ გაწეულ ძალისხმევას კლიმატის ცვლილებების მართვის, გარემოს დაცვის მდგრადობის უზრუნველყოფისა და ქვეყნებს შორის ვაჭრობის მიმართულებებით. გვინდა მადლობა გადავუხადოთ ADB-ს აღიარებისათვის და ჩვენი გუნდის მხარდაჭერისათვის წლების მანძილზე. ჩვენ მუდმივად ვიღრმავებთ ცოდნასა და გამოცდილებას, ასევე ვამყარებთ პარტნიორობას წამყვან ფინანსურ ინსტიტუტებთან,, რათა დავეხმაროთ ჩვენს კლიენტებს კლიმატის ცვლილების რისკების შესამცირებლად პრაქტიკული და მასშტაბური გადაწყვეტილებების მიღებაში და გავზარდოთ კლიმატის ცვლილების შემცირებაზე ორინეტირებული ბიზნესების დაფინანსება,“ - განაცხადა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა დავით ცაავამ. ბაზისბანკის შესახებ ბაზისბანკი მეოთხე უმსხვილესი ფინანსური ჯგუფია საქართველოში, ბაზარზე 30 წლიანი მოღვაწეობის ისტორიით. ჯგუფი დაზღვევის და ლიზინგის მიმართულებებსაც აერთიანებს და ემსახურება 200 000-ზე მეტ ბიზნეს და საცალო კლიენტს თავისი მულტი-პლატოფრმული ქსელისა და ქვეყნის მასშტაბით მოქმედი 40 ფილიალის მეშვეობით.
აზიის განვითარების ბანკის შესახებ აზიის განვითარების ბანკი (ADB) 1966 წელს დაარსდა და 68 ქვეყანაში, მათ შორის აზიის რეგიონის 49 ქვეყანაში ოპერირებს. ბანკს აქვს AAA საკრედიტო რეიტინგი და ჰყავს 250-ზე მეტი პარტნიორი ბანკი. აზიის განვითარების ბანკის TFP პროგრამა გულისხმობს ვაჭრობის სფეროში მოქმედი ბიზნესების უზრუნველყოფას საკრედიტო რესურსებითა და გარანტიებით, რაც ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ცხოვრების სტანდარტების გაუმჯობესებას. TFP პროგრამის ინიციატივები გლობალური ვაჭრობისსფეროში მოქმედ კომპანიებს ხელს უწყობს ჩამოყალიბდნენ ეკოლოგიურად გათვითცნობიერებულ, მდგრად, ინკლუზიურ, გამჭვირვალე და სოციალური პასუხისმგებლობის მქონე სუბიექტებად და მიზნად ისახავს წვლილი შეიტანოს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მოქნილ და მდგრად განვითარებაში. ADB ასევე მუშაობს რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოფხვრის მიმართულებით.
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)