07:49 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-02 10:29:51, 702 ნახვა

საზოგადოება
ლელა ჩიქოვანი გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ წარმომადგენელს შეხვდა

თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ  გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს უმასპინძლა. აღნიშნულისშესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ლელა ჩიქოვანმა აღმოსავლეთ ევროპაში,ცენტრალურ აზიასა და რუსეთში ოფიციალურ წარმომადგენელსა და ჯგუფის ხელმძღვანელს, დევიდ მორგანს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და გაერთიანებული სამეფოს, როგორც საქართველოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორისა და მტკიცე მხარდამჭერის მიმართ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა. 

"მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. ლელა ჩიქოვანმა ბრიტანელ სტუმარს საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო და ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.

მისი განცხადებით, გაერთიანებული სამეფო თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი სანდო და გამორჩეული პარტნიორია, რომელსაც საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების საქმეში  მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, მზარდ საფრთხეებსა და შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურას",- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics