|
2023-08-31 17:26:19, 714 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი შოთაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს საქართველოში აჰმედ ალნუაიმის შეხვდა
საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს საქართველოში აჰმედ ალნუაიმის შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს. მათი ცნობით, პროკურატურაში გამართულ გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩს პროკურატურის ძირითადი ფუნქციები, მუშაობის სპეციფიკა და საქმიანობის თავისებურებები გააცნო. "როგორც ირაკლი შოთაძემ აღნიშნა, ქვეყნებს შორის არსებული საერთაშორისო ინსტრუმენტების საფუძველზე, საქართველოს პროკურატურა არაბთა გაერთიანებული საამიროების პროკურატურის წარმომადგენლებთან აქტიურად ითანამშრომლებს და მიიღებს ყველა ზომას, რათა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა მაქსიმალურად ეფექტიანად და წარმატებით წარიმართოს. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ურთიერთობის ყველა სფეროში მზარდ დინამიკას გაუსვეს ხაზი და ქვეყნების შესაბამის უწყებებს შორის სისხლის სამართლის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების თაობაზე მზაობა გამოხატეს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)