10:39 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-28 22:10:37, 1524 ნახვა

საზოგადოება
ახალი ხედვის თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი

 “ახალი ხედვის” თანამედროვე სარეაბილიტაციო ცენტრი სპეციალიზირებული სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც უზრუნველყოფს მაღალხარისხიან და სრულფასოვან მომსახურებას პაციენტებისთვის, როგორც პოსტტრავმულ, ასევე პოსტოპერაციულ პერიოდში. ცენტრი გთავაზობთ გარემოს, რომელიც დააჩქარებს თქვენს გამოჯანმრთელებას, საჭირო უნარების განვითარებას, რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში რეინტეგრაციას.

  • ცენტრში დაგხვდებათ მაღალკვალიფიციური და გამოცდილი პროფესიონალები,რომლებიც მორგებულნი არიან პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებს.
  • თანამედროვედ და უახლესი აპარატურით აღჭურვილი კლინიკა საშუალებას მოგცემთ მაქსიმალურად კომფურტულად წარიმართოს თქვენი რეაბილიტაციის პროცესი.
  •   “ახალი ხედვის” სარეაბილიტაციო ცენტრში მოხვედრისას, თითოეული პაციენტი გადის ზოგად შეფასებას, რათა ინდივიდუალურად იქნას შერჩეული მკურნალობის ყველაზე ეფექტური მეთოდი.

H2 რა სერვისებს გთავაზობთ ახალი ხედვის სარეაბილიტაციო ცენტრი?

 “ახალი ხედვის” სარეაბილიტაციო ცენტრი გთავაზობთ სარეაბილიტაციო პროცედურების ფართო სპექტრს,მათ შორისაა:

  • ტრაქცია - პროცედურისას ხდება ხერხემლის სვეტის “გაჭიმვა”, რაც ამცირებს წნევას მალთაშუა დისკებზე და ამსუბუქებს ტკივილს.

ღრმა ოსცილაცია - თერაპია ეფუძნება უსაფრთხო და დაბალი სიხშირის ელექტროსტატიკური ველის შექმნის ეფექტს, პროცედურის დროს წარმოქმნილი რხევები ააქტიურებს ინტერსტიციულ დრენაჟს,ამცირებს ადგილობრივ სისხლჩაქცევებს,ანთებას და შეშუპებას დაზიანებულ მიდამოში.

  • დარტყმით-ტალღოვანი თერაპია - მექანიკური წნევის ტალღის მიშვეობით მიიღება ისეთი ეფექტები, როგორიცაა : ტკივილის სწრაფად კუპირება, ანთების საწინააღმდეგო მოქმედება, ნეოანგიოგენეზი, ფიბროზული ქსოვილის, კალცინატებისა და კალციფიკატების დაშლა და სხვა.

 

  • ულტრაბგერითი თერაპია -  ულტრაბგერითი ტალღებით რბილ ქსოვილებზე ზემოქმედება ისეთ შედეგებს იძლევა, როგორიცაა სისხლმომარაგებისა და ლიმფური დრენაჟის გაუმჯობესება, ანთებისა და ტკივილგამაყუჩებელი ეფექტის მიღება, აღდგენა- რეგენერაციული მექანიზმების გააქტიურება. 
  • ელექტროთერაპია - ელექტრული იმპულსების მეშვეობით შესაძლებელია კუნთების ტონუსის გაძლიერება,ტკივილის შემსუბუქება, ქსოვილების სისხლმომარაგების გაზრდა, ანთების საწინააღდმეგო, აღდგენისა და რეგენერაციული ეფექტის მიღება. 

 ამ და სხვა თანამედროვე სერვისების მიღება გერმანული პრემიუმ ბრენდების - Zimmer-ისა და Physiomed-ის უახლესი აპარატურით უკვე შესაძლებელია “ახალი ხედვის სარეაბილიტაციო ცენტრში“.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ინტერნეტ მემი პროტესტად გადაიქცა: „ტარაკნების პარტიამ“ ნიუ დელიში უვადო საპროტესტო აქცია დაიწყო
კობახიძემ უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა რომლებმაც მამები ომში დაკარგეს
Axios: ტრამპი აღიარებს, რომ „ანკორიჯის სულისკვეთებას“ ტოვებს
ტრამპი ირანზე - შეიძლება დადგეს დრო, როდესაც სამხედრო საშუალებებით მოგვიწევს დავასრულოთ ის, რაც დავიწყეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics