|
2023-08-24 15:46:19, 1276 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით სოფელ საზანოში 31 ნომრიანი სასტუმრო - „საზანოს ღვინო“ გაიხსნება
„საქართველოს ბანკი“, როგორც ბიზნესის მხარდამჭერი ბანკი, საქართველოს რეგიონებში ახალი პროექტების განხორციელებას და სასტუმრო ბიზნესის ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, „საზანოს ღვინო“ სოფელ საზანოში, სასტუმროს გახსნის. აღნიშნული პროექტის ჯამური ღირებულება 6 მილიონ ლარს შეადგენს, აქედან „საქართველოს ბანკის“ ინვესტიცია 2.5 მილიონი ლარია. მიმდინარე პროექტი 5 ჰექტარზე, 31 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობას გულისხმობს. გახსნის შემდგომ სასტუმრო 30 ადამიანის დასაქმებას გეგმავს. სასტუმრო „საზანოს ღვინო“ სხვადასხვა ტიპის ნომერს, რამდენიმე რესტორანს, მოსასვენებელ და ბავშვთა გასართობ სივრცეებს აერთიანებს. პროექტის ფარგლებში მოხდა ძველი სახლების რეაბილიტაცია. მდინარესთან სიახლოვე და მწვანე გარემო, ის განსაკუთრებული ბენეფიტებია, რაც აქ მოსულ ვიზიტორებს დახვდებათ. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ მუნიციპალიტეტში ეს პირველი სასტუმროა, რომელიც შეძლებს როგორც ადგილობრივი დამსვენებლების, ისე უცხოელი ვიზიტორების მიღებას და იმერული სამზარეულოთი გამასპინძლებას. „საქართველოს ბანკისთვის“ სასტუმრო ბიზნესი ტურიზმის განვითარების მიზნით ერთ-ერთ პრიორიტეტულ დარგს წარმოადგენს, სწორედ ამიტომ, ბანკი მრავალი წელია მხარში უდგას აღნიშნული სექტორის განვითარებას და ჩვენი მხარდაჭერით, არაერთი პროექტია განხორციელებული როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. მოხარულები ვართ „საზანოს ღვინოსთან“ თანამშრომლობით და ვამაყობთ, რომ ვართ ამ მნიშვნელოვანი პროექტის მხარდამჭერები. ვფიქრობთ, რომ ეს განსაკუთრებულად კარგი სიახლეა რეგიონისთვის და გვჯერა, აღნიშნული ინიციატივა სხვა კომპანიებსაც მისცემს მოტივაციას, ტურიზმის მიმართულებით სხვადასხვა პროექტები განახორციელონ. მიგვაჩნია, სტუმარ-მასპინძლობის სექტორის ხელშეწყობა და გაძლიერება ამ რეგიონის განვითარების საწინდარია“ - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ვალერი ნარსიამ.
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
HRW საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)