|
2023-08-23 11:55:20, 968 ნახვა
სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა თბილისის აეროპორტში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, ფსიქოტროპული ნივთიერება „Ketamine“ აღმოაჩინეს
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტებსა და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში საბაჟო პროცედურების/ფორმალობების აღსრულება მკაცრ მონიტორინგს ექვემდებარება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული კონტროლის ფარგლებში, ,,თბილისის აეროპორტის“ საბაჟო გამშვები პუნქტის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე უკრაინის მოქალაქის (ლ.ფ) კუთვნილი ბარგისა და ხელბარგის, დეტალური დათვალიერების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 9,3 კილოგრამი, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერება ,,Ketamine” აღმოაჩინეს. „სამართალდამრღვევ მოქალაქეს აღნიშნული ნივთიერება, კუთვნილი ბარგის, წინასწარ მოწყობილ სამალავში, 3 შეკვრად დაფასოებულ პოლიეთილენის შეფუთვებში ჰქონდა განთავსებული. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)