22:31 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-21 10:03:55, 1501 ნახვა

ომი უკრაინაში
დანიის პრემიერი - დანია უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე 19 თვითმფრინავს გადასცემს

დანია უკრაინას F-16 ტიპის მოიერიშე 19 თვითმფრინავს გადასცემს. ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ფრედერიქსენის თქმით, ომის დაწყებიდან დანია უკრაინის გვერდით იყო.

"თქვენ და თქვენმა თანამემამულეებმა დაგვანახეთ თუ რა არის სიმამაცე. ამისთვის თქვენთან ვალში ვართ. ომის დაწყებიდან დანია იყო უკრაინის გვერდით, რადგან უკრაინის თავისუფლება - ჩვენი თავისუფლებაა. ჩვენ ასევე ვიცით, თუ რა გჭირდებათ თქვენ. ზუსტად ამიტომ, ვაცხადებთ, რომ უკრაინა 19 ერთეულ F-16-ს მიიღებს",- განაცხადა დანიის პრემიერმა.

ცნობისთვის, მანამდე, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ნიდერლანდებისგან F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების 42 ერთეულს მიიღებს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics