22:30 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-21 09:56:07, 1474 ნახვა

ომი უკრაინაში
ბორელი - მკაცრად ვგმობ რუსეთის მორიგ ლაჩრულ და მიზანმიმართულ თავდასხმას ჩერნიგოვზე

მკაცრად ვგმობ რუსეთის მორიგ ლაჩრულ და მიზანმიმართულ თავდასხმას ჩერნიგოვზე,- ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი Twitter-ზე წერს.

ბორელის თქმით, რუსეთის თავდასხმა უნივერსიტეტისა და თეატრის წინააღმდეგ იყო მიმართული,  რამაც, სულ მცირე, შვიდი მშვიდობიანი მოქალაქის დაღუპვა და მრავალი ადამიანის დაშავება გამოიწვია.

„მე მკაცრად ვგმობ რუსეთის მორიგ ლაჩრულ და მიზანმიმართულ თავდასხმას ჩერნიგოვზე, რომელიც მიმართული იყო უნივერსიტეტისა და თეატრის წინააღმდეგ, რამაც გამოიწვია, სულ მცირე, შვიდი მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის ბავშვები დაღუპვა და მრავალი ადამიანის დაშავება“,- წერს ბორელი.

ცნობისთვის, 19 გვისტოს რუსმა ოკუპანტება ჩერნიგოვის რეგიონზე სარაკეტო იერიში განახორციელეს. რის შედეგადაც დაიღუპა 7 და დაშავდა 17 ადამიანი.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics