|
2023-08-18 09:47:39, 1695 ნახვა
ომი უკრაინაში
Reuters - აშშ-მა F-16-ების დანიიდან და ნიდერლანდებიდან უკრაინაში გაგზავნის ნებართვა გასცა
აშშ-მა F-16-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების დანიიდან და ნიდერლანდებიდან უკრაინისთვის გადაცემის ნებართვა გასცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ამერიკელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ნიდერლანდელ კოლეგებს წერილები გაუგზავნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ აშშ ეთანხმება დანიისა და ნიდერლანდების თხოვნას, უკრაინაში F-16-ის საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნასთან დაკავშირებით. "ამ წერილით გამოვხატავ ამერიკის შეერთებული შტატების სრულ მხარდაჭერას, როგორც F-16-ის გამანადგურებლების უკრაინაში გადაცემის, ასევე უკრაინელი მფრინავების მომზადებას კვალიფიციური F-16-ის ინსტრუქტორების მიერ",- აღნიშნულია წერილში. Reuters-ის ცნობითვე, 11 ქვეყნის კოალიციას დაგეგმილი აქვს, რომ F-16-ის საბრძოლო თვითმფრინავებზე უკრაინელი მფრინავების წვრთნები მიმდინარე თვეში, დანიაში დაიწყოს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)