16:05 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-17 19:25:38, 556 ნახვა

საზოგადოება
რიჟვაძე - მიზანმიმართული კამპანია ზღვის ხარისხთან დაკავშირებით, რომელიც ტურისტული სეზონის დისკრედიტაციას ისახავდა მიზნად, წარუმატებელი გამოდგა

თორნიკე რიჟვაძემ საზღვაო ტურისტული სეზონის მზარდი დინამიკა და მსოფლიო ტურიზმის დაჯილდოების ბათუმში გამართვის საორგანიზაციო საკითხები სამუშაო ჯგუფთან შეხვედრაზე განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზღვის წყლის ხარისხთან დაკავშირებით "განხორციელებული მიზანმიმართული კამპანიის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა რომ ტურისტული სეზონის დისკრედიტაციის მცდელობის მიუხედავად ყველა პარამეტრით ზრდა ფიქსირდება".

,,საზღვაო სეზონის დასაწყისიდან ვხედავთ პრაქტიკულად მიზანმიმართულ კამპანიას პოლიტიკურად ანგაჟირებული ძალებისგან, რომელთა მთავარი მიზანია მაქსიმალური დისკრედიტაცია მოახდინონ საზღვაო ტურისტული სეზონის. მიზანმიმართული კამპანია გახლდათ შავი ზღვის ხარისხთან დაკავშირებით, რომელიც წარუმატებელი გამოდგა. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ 10 დღეში ერთხელ ხდება შავი ზღვის წყლის გადამოწმება და დღემდე არსებული ყველა მონაცემებით წყალი არის შესაბამისობაში ყველა არსებულ მოთხოვნასთან, შესაბამისად არის უსაფრთხო" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სტატისტიკის თანახმად შიდა და უცხოელი ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა 2023 წლის 2 კვარტლის მონაცემით +56.6 %-ით გაიზარდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია +24%-ით.

2023 წლის ივლისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა 414 საერთაშორისო ფრენა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია +17.3 % -ით. 2023 წლის 7 თვის მონაცემით განხორციელდა 1 436 საერთაშორისო ფრენა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით გაზრდილია +9.7%-ით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics