|
2023-08-17 17:36:28, 1437 ნახვა
ომი უკრაინაში
სტოლტენბერგი - ნატოს პოლიტიკა და როლი უკრაინის მხარდაჭერის მიმართ უცვლელია
უკრაინას იქამდე დავუჭერთ მხარს, სანამ ის ომში არ გაიმარჯვებს, - ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა. სტოლტენბერგმა, რომელიც თავისი ოფისის უფროსის, სტიან იენსენის განცხადებას გამოეხმაურა, განმარტა, რომ ალიანსში მიმდინარეობს შიდა დისკუსიები იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა დასრულდეს ომი. ნატოს ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამშვიდობო შეთანხმების პირობებს მხოლოდ და მხოლოდ უკრაინა გადაწყვეტს. „ნატოს პოლიტიკა და როლი უკრაინის მხარდაჭერის მიმართ უცვლელია“, - დასძინა სტოლტენბერგმა. ცნობისთვის, ნატოს გენერალური მდივნის ოფისის ხელმძღვანელმა, სტიან იენსენმა განაცხადა, რომ უკრაინა შეიძლება გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ტერიტორიის ნაწილის დათმობის სანაცვლოდ. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი გადაწყვეტილება მხოლოდ კიევმა უნდა მიიღოს. სტიან იენსენის განცხადება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ "აბსოლუტურად მიუღებლად" მიიჩნია. მოგვიანებით, იენსენმა საკუთარ განცხადებას შეცდომა უწოდა. საკითხს გამოეხმაურა თეთრი სახლიც. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ინფორმაცია, რომ საუბარია, რუსეთის ფედერაციის სასარგებლოდ, უკრაინის ტერიტორიების ნაწილის დათმობის სანაცვლოდ, ნატოში უკრაინის შესაძლო გაწევრიანებაზე, უარყო.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)