|
2023-08-16 13:27:55, 1132 ნახვა
რეგიონი
ქედაში ხანდაზმულთათვის განკუთვნილი დასასვენებელი სივრცის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს
ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში ხანდაზმულთათვის განკუთვნილი დასასვენებელი სივრცის ერთსართულიანი კაპიტალური შენობის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც მოპირკეთებული იქნება ბუნებრივი გრანიტის ფილებით, ნაწილი წარმოდგენილი იქნება ვიტრაჟით, მოეწყობა გათბობა-გაგრილების სისტემა და აღიჭურვება შესაბამისი ინვენტარით. აღნიშნულ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, პროექტის ღირებულება 188 881 ლარს შეადგენს. "ქედის მუნიციპალიტეტში არსებული ხანდაზმული კლუბის წევრები აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა ღონისძიებებში, გამომდინარე აქედან შეიქმნება კიდევ ერთი თავშეყრის ადგილი სადაც, როგორც კლუბის წევრები ასევე ახალგაზრდები შეძლებენ სხვადასხვა აქტივობების განხორციელებას. სამშენებლო სამუშაოები ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ, პირველ მოადგილესთან იმედა ვასაძესთან ერთად ადგილზე მოინახულა,- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)