17:27 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-16 12:32:36, 673 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის ძალების მეთაური შოვში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური სტიქიის ზონაში იმყოფებოდა და შესრულებულ და მიმდინარე ძებნა-შველის სამუშაოებს გაეცნო.

თავდაცვის უწყების ცნობით, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს საველე მართვის პუნქტში თავდაცვის ძალების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კახა ტაბატაძემ თავდაცვის ძალების პირადი შემადგენლობის ჩართულობის, მათი უშუალო დავალებების, მიზიდული ტექნიკისა და ლოკაციების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. 

"გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი საძიებო სამუშაოების ადგილზეც იმყოფებოდა, ჯარისკაცებს გაესაუბრა და მათ მადლობა გადაუხადა. 

ძებნა-შველის სამუშაოებში ჩართული არიან აღმოსავლეთისა და დასავლეთის სარდლობების სამხედრო მოსამსახურეები, საბრძოლო-საინჟინრო ქვედანაყოფები, ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობა და ეროვნული გვარდიის მე-10 კადრირებული ბრიგადის 102-ე ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი",- ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics