|
2023-08-15 18:35:02, 1475 ნახვა
ეკონომიკა
„თეგეტას“ გერმანული ავტოგიგანტის MAN-ის ოფიციალური დელეგაცია ეწვია
გერმანული ავტოგიგანტის წარმომადგენლებს საქართველოში MAN-ის ექსკლუზიურმა იმპორტიორმა „თეგეტა თრაქ ენდ ბასმა“ უმასპინძლა. შეხვედრაზე კომპანიის გასული წლის შედეგებზე, მიმდინარე გეგმებსა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ MAN-ის ვიცეპრეზიდენტი იორგ მომერცი, გაყიდვების, გაყიდვების შემდგომი მომსახურების მიმართულებების ხელმძღვანელები და მარკეტინგის გუნდის წარმომადგენლები. 2006 წლიდან MAN-ს საქართველოში ოფიციალურად „თეგეტა ჰოლდინგის” შვილობილი კომპანია „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ წარმოადგენს. ბექა ბერიძე, „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ დირექტორი: „საქართველოში MAN-ის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტის მთავარი მიზანი კომპანიის საქმიანობის ადგილზე შეფასება, განვითარების პერსპექტივების დასახვა და ჩვენი ჰოლდინგის შესაძლებლობების უფრო ახლოს გაცნობა იყო. დღეის მდგომარეობით „თეგეტა თრაქ ენდ ბასი“ ოპერირებას უწევს MAN-ის სატვირთოებისა და ავტობუსების ავტორიზებულ სერვისცენტრებს. მიმდინარე წლის გეგმებში გვაქვს ქუთაისის ფილიალის ბაზაზე საქართველოში MAN-ის მეორე ავტორიზებული სერვისცენტრის გახსნა და განხილვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემაც სწორად ეს გახლდათ. ამ ჭრილში განვიხილეთ მიმდინარე წელს მიღწეული შედეგი როგორც ახალი, ისე MAN TOPUSED ტექნიკისა და სათადარიგო ნაწილების გაყიდვების კუთხით, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში MAN-ის წარმომადგენლობების შემდგომ გაფართოებას“. MAN-ის დელეგაციასთან განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ მიერ მუნიციპალური ტრანსპორტის ტენდერებში მიღწეული წარმატებები იყო. მიმდინარე წელს „თეგეტა ჰოლდინგმა“ ერევნის მერიას 87 ერთეული MAN-ის ბრენდის შეკუმშულ ბუნებრივ აირზე მომუშავე 12-მეტრიანი ავტობუსი გადასცა. რაც შეეხება თბილისის მუნიციპალიტეტს, აქ „თეგეტა მოტორსმა“ გაიმარჯვა ტენდერში, რომელიც MAN-ის 160 ერთეული 18-მეტრიანი ავტობუსის შეძენას გულისხმობს. ბექა ბერიძე, „თეგეტა თრაქ ენდ ბასის“ დირექტორი: „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, MAN-ი რეგიონის მასშტაბით ასეთ დიდ პროექტებში წარვადგინოთ. ერევანში MAN-ის ავტობუსების პარკი უკვე სრულად ოპერირებს, თბილისში 18-მეტრიან ავტობუსებს მომდევნო წლიდან შემოვიყვანთ. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ MAN-თან ჩვენი პარტნიორობა „თეგეტა აკადემიის“ კუთხითაც გაღრმავდება და ვგეგმავთ, რომ ის MAN-ის მიერ ავტორიზებული აკადემია გახდეს საქართველოში“. თბილისში MAN-ის რეგიონული მენეჯმენტის ვიზიტს წინ უძღოდა თებერვალში გამართული იმპორტიორების მიუნხენის კონფერენცია, სადაც საქართველო წარდგა, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა ტექნიკის გაყიდვების კუთხით. -- „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია Tegeta Truck & Bus ქართულ ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს. ის გერმანული უმსხვილესი ბრენდის MAN TRUCK & BUS-ის ოფიციალური იმპორტიორია საქართველოსა და ამიერკავკასიაში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სატვირთოების, ავტობუსების, მიკროავტობუსების, დიზელსა და ბუნებრივ აირზე მომუშავე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის ფართო სპექტრს.
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
HRW საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მდგომარეობაზე ანგარიშს აქვეყნებს
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)