20:09 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-13 11:55:13, 1032 ნახვა

საზოგადოება
შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულებს შორის იდენტიფიცირებულია სოფო ბაკურაძე

შოვში, სტიქიის შედეგად დაღუპულთაგან ერთ-ერთი 4 წლის ლუსის დედა, სოფო ბაკურაძეა. ამის შესახებ ინფორმაცია რაჭის Facebook გვერდზე ვრცელდება და ნათქვამია, რომ სტიქიისას დაღუპულებს შორის იდენტიფიცირებულია სოფელ გლოლას მკვიდრი, 23 წლის სოფო ბაკურაძე.

"გლოლას მკვიდრი, 23 წლის მარტოხელა დედა, სოფო ბაკურაძე შოვში, კოტეჯებში მუშაობდა და 3 აგვისტოს სტიქიის ზონაში იმყოფებოდა. სოფოს ჰყავს მცირეწლოვანი შვილი ლუსი ( 4 წლამდე), რომელზეც სრული პასუხისმგებლობა მარტოხელა დედას ჰქონდა. უკვე რამდენიმე დღეა მოუთმენლად ელოდება მას ლუსი. ,,ელოდება დედას, რომელმაც კევი უნდა მოუტანოს..." - წერს რაჭის Facebook გვერდი.

ლუსის დასახმარებლად არასამთავრობო ორგანიზაცია რაჭის ახალგაზრდულ ასამბლეას ანგარიში აქვს გახსნილი:

  • TBC #GE67TB7993945064300064 - მიმღები ლამარა ბოჭორიშვილი
  • Bank of Georgia #GE27BG0000000565975342 - მიმღები ნინო (ნანა) სოხაძე

შეგახსენებთ, რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა. ამ დროისთვის დადასტურებული მონაცემებით, შოვის სტიქიას 24 ადამიანი ემსხვერპლა. 9 ადამიანი კი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა. დაკარგულებსა და დაღუპულებს შორის არიან ბავშვები. სტიქიის ზონიდან, ჯამში 210 ადამიანია ევაკუირებული.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაა დაწყებული. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics