22:44 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-09 15:15:05, 632 ნახვა

საზოგადოება
პაპუაშვილი - „მთის ამბებმა“ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ჩანს მამაკაცი, რომელიც შვილს ეძებს, მას კი თითქოს არავინ ხვდება, ვთხოვე ყალბი ამბის აღება, მაგრამ დღემდე განთავსებულია

5 აგვისტოს „მთის ამბებმა“ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო განმარტებით, რომ ამ ფოტოზე წინა ფონზე ჩანს მამაკაცი რომელიც შვილს ეძებს, რამდენიმე დღეა ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ცდილობს, მას კი არავინ ხვდება. ფოტოს უკანა ფონზე კი ჩანან ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ერთმანეთთან ბჭობენ,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პაპუაშვილმა მცდარი უწოდა ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, დაკარგულების ოჯახების წევრების მიმართ სახელმწიფო ყურადღებას არ იჩენს.

"ამ ფოტოს გადაღებამდე რამდენიმე წამით ადრე პირადად მე დიდი ხნის განმავლობაში ვესაუბრებოდი ამ მამაკაცს, ეს კარგად იცოდა ფოტოს ავტორმაც, თუმცა, როგორც ჩანს სკანდალური ნარატივის კარგად გაყიდვის იმედით ამგვარი სიყალბე დადგა. მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად საჯაროდ გამოვეხმაურე „მთის ამბებს“ და ვთხოვე ამ ყალბი ამბის გვერდიდან აღება, რაიმე რეაგირება ამას არ მოჰყოლია. ეს დეზინფორმაცია დღემდე განთავსებულია მათ გვერდზე", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics