|
2023-08-08 15:17:11, 1130 ნახვა
რეგიონი
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ბესიკ ამირანაშვილმა ახალციხის ცენტრალურ პარკში გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. "15 წელი გავიდა იმ უთანასწორო ომის დაწყებიდან, რაც ჩვენს ქვეყანას ჰქონდა რუსეთთან. სამწუხაროდ, ამ ომის პერიოდში 400-ზე მეტი სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ჩვენმა გმირმა სამხედროებმა ჩვენი ქვეყნისთვის, ყველაზე მთავარი, სიცოცხლე დათმეს. მიუხედავად ამისა, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ტერიტორიები, სამწუხაროდ, მაინც ოკუპირებულია. 2008 წელს დამატებით მოხდა ჩვენი სოფლების ოკუპაცია. ყველა ქართველის მიზანი და ამოცანაა, ჩვენი სამშობლო გაერთიანდეს და ამ ბიჭების, ჩვენი სამხედროების თავგანწირვას უკვალოდ არ ჩაევლოს. ჩვენ ყოველწლიურად პატივს მივაგებთ გმირ სამხედროებს და ეს ასეც იქნება. მათი ღვაწლი სამშობლოსადმი განუზომელია და ყველა ადამიანი, ყველა მოქალაქე ვალდებულია, რომ პატივი მიაგოს მათ, ჩვენი შვილები უნდა აღვზარდოთ მათ გმირობებზე",- განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა. დაღუპულთა სულების მოსახსენიებლად პარაკლისი დეკანოზმა იოანე გელაშვილმა გადაიხადა. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით ლომიძემ, ვეტერანთა კავშირის, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ჯარისკაცებმა და მოქალაქეებმა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში სამცხე-ჯავახეთიდან 6 ჯარისკაცი დაიღუპა.
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პატრიარქმა კირილმა შიო III-ს მშვიდობიანი და კურთხეული პატრიარქობა უსურვა
კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე - ღმერთმა დალოცოს ახალი ეტაპი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ცხოვრებაში
ევროკავშირი პატრიარქ კირილისა და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
„რეალური მოლაპარაკებები აღარ მიმდინარეობს“ - უკრაინა ემზადება ომის გასაგრძელებლად აშშ-ის დახმარების გარეშე
პუტინს სჯერა რომ უკრაინაში აგრესიულ ომს მალე დაასრულებს და უკრაინის შეიარაღებულ ძალებს გაანადგურებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)