01:19 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-05 17:58:10, 926 ნახვა

საზოგადოება
შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი 15 ადამიანის ცხედრიდან 7 იდენტიფიცირებულია

შოვში, სტიქიის ზონაში ნაპოვნი 15 ადამიანის ცხედრიდან 7 იდენტიფიცირებულია, - აღნიშნულის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ამ დროისთვის სტიქიის ზონაში 21 ადამიანს კვლავ ეძებენ.

"ამ დროისთვის 7 ცხედარია იდენტიფიცირებული, თუმცა პროცესი გრძელდება და დღის ბოლომდე ვფიქრობთ, რომ გარკვეული სიახლეები გვექნება ამ მიმართულებითაც" - განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

შეგახსენებთ, რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე კურორტ შოვში, სასტუმრო „სანსეტ შოვის“ მახლობლად მეწყერი 3 აგვისტოს, დაახლოებით 16:00 საათისთვის ჩამოწვა.

სტიქიის ეპიცენტრში ორი ვერტმფრენი და 400-მდე მაშველი მუშაობს, სამძებრო სამუშაოებში ჩაერთო ჯარიც. შსს-ის ცნობით, სტიქიის ზონიდან ჯამში 210 ადამიანი გამოიყვანეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics