|
2023-07-27 11:59:38, 730 ნახვა
საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლები მონტენეგროში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ
მონტენეგროში, ბალკანეთისა და შავი ზღვის რეგიონული შეხვედრის ფარგლებში, პარტნიორი ქვეყნების ლაბორატორიების წარმომადგენლების საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა ლაბორატორიული შესაძლებლობები, მიმდინარე აქტივობები და სამომავლო გეგმები განიხილეს. საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობის გაძლიერებას და ერთი ჯანდაცვის მიდგომის ფარგლებში ზოონოზური დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების ვირუსის (CCHFV) ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მეთოდებს. „ღონისძიება ჩატარდა MediLabSecure პროექტის ფარგლებში. სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია უკვე ხუთი წელია თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან; MediLabSecure პროექტის ფარგლებში, ლაბორატორიის სპეციალისტები, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სწავლებებს რეგულარულად გადიან. მონტენეგროში გამართულ შეხვედრებში, ქართულ მხარესთან ერთად, მონაწილეობდნენ ალბანეთის, სომხეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვოს, მონტენეგროს, ჩრდილოეთ მაკედონიის, სერბეთის და თურქეთის ლაბორატორიული სექტორის წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. თანამშრომლობის ფარგლებში, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა და მიმდინარეობს“,- აღნიშNულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)