|
2023-07-26 17:02:42, 1077 ნახვა
საზოგადოება
საელჩო - ათენის არალეგალთა ბანაკში არეულობა მოხდა - საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან
საბერძნეთის დედაქალაქ ათენის ამიგდალეზას არალეგალთა განთავსების ბანაკში 26 ივლისს, ღამის 2 საათზე არეულობა დაიწყო. აღნიშნულ ინფორმაციას საბერძნეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს. საელჩოს ცნობით, არეულობის გამო საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან. "ადგილზე მობილიზებული იყო საბერძნეთის შესაბამისი სამსახურები. ინფორმაციის მიღებიდან, საელჩო მუდმივ კონტაქტზე იმყოფებოდა როგორც არსებულ ბანაკში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, ისე ამირდალეზას ადმინისტრაციასთან. დაახლოებით, ღამის 3 საათზე, როგორც შესაბამისმა სამსახურებმა და ასევე საქართველოს მოქალაქეებმა დაგვიდასტურეს, ადგილზე უკვე იყო სიმშვიდე და ყველა საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა უსაფრთხოდ. საავადმყოფოში გადაყვანილ იქნენ მხოლოდ ის პირები, რომელთაც ცრელმსადენი გაზის გამო შეექმნათ პრობლემა - მათ შორის არ ყოფილან საქართველოს მოქალაქეები",- ნათქვამია საბერძნეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)