14:49 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-15 09:12:36, 995 ნახვა

საზოგადოება
ბრეგაძე პოლონელ ექიმზე - ამ პიროვნებას ჩამოერთვა ახსნა-განმარტება, რომელიც ვერავითარ ლოგიკურ ახსნას ვერ ექვემდებარება

ამ პიროვნებას ჩამოერთვა ახსნა-განმარტება, რომელიც ვერ ექვემდებარება ვერავითარ ლოგიკურ ახსნას,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პოლონელ ექიმთან დაკავშირებით განაცხადა, რომელმაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის მტკიცებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში "გადაახვია ქაღალდში და მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით ცდილობდა".

როგორც ბრეგაძემ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, ადვოკატის მომართვაში მსჯავრდებულ სააკაშვილთან სამედიცინო პერსონალის დაშვების თაობაზე  მითითებული იყო ინფორმაციის კონფიდენციალურობის შესახებ, თუმცა შეთანხმება ვიზიტორების მხრიდან დაირღვა.

„მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით. აღსანიშნავია, რომ ოფიციალური წესით აღებული ნიმუშის გატანის უფლება მათ მისცა თავად სამსახურმა. შესაბამისად, აღნიშნული ქმედება ექიმის მხრიდან, ძალიან რბილად რომ ვთქვათ,  სამედიცინო ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებთან შეუსაბამო საქციელს კიდევ უფრო მეტად ჰმატებს ბუნდოვანებას. ამ პიროვნებას ჩამოერთვა ახსნა-განმარტება, რომელიც ვერ ექვემდებარება ვერავითარ ლოგიკურ ახსნას...

ადვოკატის მიერ 3 ივლისის წერილში მითითებული იყო, რომ მოცემული ინფორმაცია იყო კონფიდენციალური, თუმცა, მოგვიანებით საზოგადოებამ ერთ-ერთი ტელეკომპანიის მეშვეობით, პრაქტიკულად, პირდაპირ ეთერში იხილა ექიმების საავადმყოფოში შესვლის პროცესი, რასაც მიეძღვნა პოლიტიკური გადაცემები და იმთავითვე თავად დაარღვიეს კონფიდენციალურობა“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics