23:39 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-14 11:00:53, 1897 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტროში აშშ-ის კიბერსარდლობის ეროვნული მისიის კიბერძალების მეთაურს უმასპინძლეს

თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა და მინისტრის მოადგილემ, დავით სუჯაშვილმა აშშ-ის კიბერსარდლობის ეროვნული მისიის კიბერძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ უილიამ ჰარტმანს უმასპინძლეს.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილეები, გენერალ-მაიორი ჯონი ტატუნაშვილი, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე და კიბერუსაფრთხოების ბიუროს დირექტორი ლუკა მგელაძე დაესწრნენ.

"შეხვედრაზე მხარეებმა ტექნოლოგიურ ეპოქაში გაზრდილი ჰიბრიდული საფრთხეების საპასუხოდ, კიბერუსაფრთხოების გაძლიერების საკითხებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ამ მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატები მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს კიბერთავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერების პროცესში. 

დავით სუჯაშვილმა სტუმარს გააცნო თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე და დაგეგმილი კიბერ რეფორმები და ხაზი გაუსვა პარტნიორების ჩართულობის მნიშვნელობას. 

პირველმა მოადგილემ დასასრულისათვის ამერიკულ მხარეს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა გაწეული და დაგეგმილი მხარდაჭერისათვის, რომელიც მიზნად ისახავს კიბერუსაფრთხოების ბიუროს შესაძლებლობების განვითარებას და ნატოს სტანდარტებთან თავსებადობას",- აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics