|
2023-07-13 15:50:05, 1323 ნახვა
საზოგადოება
გახდი თანამედროვე ვიზუალური და აუდიო ხელოვნების ნაწილი - დაესწარი „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით გამართულ შეხვედრებს „ტყეში“
სულ მალე, 15 ივლისს წვეულებების სერია „ტყეში“ დაიწყება. ურბანული ყოველდღიურობისგან თავის დასაღწევად, ინსპირაციისა და ახალი შთაგონების მისაღებად ორგანიზატორები უკვე მესამე წელია მონაწილეებს დაუვიწყარ თავგადასავალს სთავაზობენ. დღის განმავლობაში, ღონისძიების ტერიტორიაზე, თანამედროვე ხელოვნების მიმართულებით, საგანმანათლებლო ვორქშოპები, შეხვედრები და აქტივობები გაიმართება, საღამოს კი მსმენელს შესაძლებლობა ექნება, გახდეს ტექნოლოგიებისა და მუსიკის სინთეზით შექმნილი პერფორმანსებისა და ინსტალაციების ნაწილი. წელს წვეულებების სერიის საგანმანათლებლო სივრცის სპონსორი „საქართველოს ბანკის“ Student & sCool Card-ია. ეს ნიშნავს იმას, რომ „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება ექსპერიმენტული სასწავლო სივრცე ახალგაზრდებისთვის, სადაც მათ შესაძლებლობა ექნებათ, სხვადასხვა დარგის პროფესიონალებთან ერთად იმუშაონ განსხვავებულ პროექტებზე, მიიღონ თეორიული და პრაქტიკული ცოდნა და აქციონ საკუთარი იდეები რეალობად. წვეულებების სერიის ფარგლებში ლექციები ტექნოლოგიების მეშვეობით შექმნილი ინტერაქციული დიზაინის, სხეულის ენის, თანამედროვე და ექსპერიმენტული ცეკვის, ვიდეოხელოვნების, ეკოლოგიისა და სოციალური მეწარმეობის მიმართულებით გაიმართება. შესაბამისად, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ დარგის ქართველი და უცხოელი სპეციალისტებისა და არტისტების ლექციებს, ვორკშოპებსა და პერფორმანსებს. მათ შორის, იტალიელი ინტერაქციული დიზაინერის და 3D ლაივ ვიზუალური დეველოპერის, ნიმა გაზესტანის ლექციას, ექსპერიმენტული ხმის და საველე ჩანაწერების სპეციალისტის - ნიკოლას კუნისის შესრულებას, Skywalker-ის მიერ გამართულ ტექნოლოგიების მეშვეობით შექმნილი ინტერაქციული ვიზუალის შესავალ კურსს და სხვა. წელს წვეულებების სერია 15-29 ივლისს კოჯრის ფიჭვნარში ჩატარდება. სპეციალურად sCool და Student Card-ის მფლობელებისთვის კი 1+1 აქცია იმოქმედებეს. ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე. დასასწრები ბილეთების შეძენა Eventer.ge-ზე არის შესაძლებელი.
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)