20:06 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-07 14:59:51, 684 ნახვა

საზოგადოება
თერჯოლა-ზესტაფონის გზაზე, გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა - დაშავებულია ერთი ადამიანი

თერჯოლა-ზესტაფონის გზაზე, ერთ-ერთ გაზგასამართ სადგურზე თხევადი აირის ავზი აფეთქდა.

აღნიშნული ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად მსუბუქად დაშავდა ხელოსანი, რომელიც ავზს სარემონტო სამუშაოებს უტარებდა.

უწყების ცნობითვე, ხანძარი ლიკვიდირებულია.

რაც შეეხება დაშავებულ პირს, ის სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

"ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო სსსკ-ის 240 -ე მუხლით, რაც გაზის ობიექტზე უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics