|
2023-07-06 16:39:04, 758 ნახვა
საზოგადოება
ხაბეიშვილი - ქვების სროლის ორგანიზატორი საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლექსო იოსელიანი იყო
გავაგრძელებთ შეხვედრებს, რისიც ეშინიათ. თუ უნდა ჩავსულიყავი 150-160 სოფელსა და რაიონში, ჩავალ 240-ში, ყველგან გელოდებით,- აღნიშნულის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯომარემ, ლევან ხაბეიშვილმა საგარეჯოში მომხდართან დაკავშირებით განაცხადა. ლევან ხაბეიშვილის თქმით, დღეს "ქვების სროლის ორგანიზატორი" საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლექსო იოსელიანი იყო. "ამ ქვებს დღეს პენსიონერებს ესროდნენ ბიძინა ივანიშვილის დაქირავებული ტიტუშკები. "ნასედკა" ნომერი ერთი - საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ლექსო იოსელიანი, რომელიც დღეს ქვების სროლის ორგანიზატორი იყო. "ნასედკა" ნომერი ორი - ვანო ბეჟიაშვილი საგარეჯოს საკრებულოს "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე. სუს-ის "ნასედკა" ნომერი სამი - ვეფხია უსტიაშვილი, საგარეჯოს საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდობის კომისიის თავმჯდომარე; ირაკლი რუაძე - საგარეჯოს საკრებულოს წევრი. ეს 4 ადამიანი 40 წუთში ვისი იდენტიფიცირებაც მოვახერხეთ ესენი არიან. თქვენ ნახეთ, რომ ის იყო ფიზიკური ანგარიშსწორება. ჩვენ არაფრის არ გვეშინია, მოვუწოდებ საზოგადოებას კარგად დაფიქრდნენ რა ძალასთან გვაქვს საქმე. ეს ადამიანები არ გვაცდიან მოქალაქეებთან შეხვედრას. გადასული არიან ძალადობაზე და ეს არის ბოლო ჟამი. ეს ბოლო ჟამი დადგა და ისტერიკა დაიმართეს მას შემდეგ, რაც მთავარმა ანტიპუტინისტმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა განცხადება, რომ ის ერთვება პოლიტიკაში და დიახ, პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად, ჩვენს მოსახლეობასთან ერთად, ჩვენ ვაპირებთ ამ ქვასროლია პუტინისტებს კუდით ქვა ვასროლინოთ პოლიტიკურად და მოვაშოროთ საქართველოს ხელისუფლებას. ყველამ კარგად იცოდეს, გავაგრძელებთ შეხვედრებს, რისიც ეშინიათ. თუ უნდა ჩავსულიყავი 150-160 სოფელსა და რაიონში, ჩავალ 240-ში, ყველგან გელოდებით",- განაცხადა ხაბეიშვილმა. ცნობისთვის, დღეს საგარეჯოში, სადაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით შეხვედრას მართავდა, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)