|
2023-07-06 12:00:06, 690 ნახვა
საზოგადოება
ღვინის ეროვნული სააგენტო ევროკავშირის პროექტში Eco2Wine ერთვება
ევროკავშირის პროგრამის „ჰორიზონტი ევროპა“ სასწავლო პროექტი Eco2Wine მიზნად ისახავს მეღვინეობაში გლობალური ინოვაციებისა და კომუნიკაციის გაძლიერებას. პროექტის განხორციელება 2023 წლის ბოლოს დაიწყება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნიბით, მილანის უნივერსიტეტის მიერ კოორდინირებული Eco2Wine-ის პარტნიორები არიან საქართველოს, იტალიის, გერმანიის, საფრანგეთის, ესპანეთის, სლოვენიის და სამხრეთ აფრიკის ქვეყნები და შესაბამისი უნივერსიტეტები: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, მილანის უნივერსიტეტი, ბურგუნდიის უნივერსიტეტი, გაიზენჰაიმის უნივერსიტეტი, პერუჯის უნივერსიტეტი, ლუბლიანას უნივერსიტეტი, კადისის უნივერსიტეტი და სტელენბოშის უნივერსიტეტი და ესპანეთის ეროვნული კვლევების საბჭო. „პროექტში თითოეული ქვეყნიდან ასევე ჩართულია არიან ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლები, მათ შორის, საქართველოს მხრიდან, ღვინის ეროვნული სააგენტო და შპს „ღვინის კომპანია შუმი”. პროექტის საქმიანობა წარიმართება უახლესი კვლევების განხორციელების, დოქტორანტების კვალიფიკაციის ამაღლებისა და მეღვინეობის ახალი მიდგომების შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიმართულებებით. პროექტის Eco2Wine სამეცნიერო კუთხით მიზანს კი, წარმოადგენს ღვინის დაყენების დროს წარმოქმნილი მიკრობული ურთიერთქმედებების ინოვაციურ ინსტრუმენტად გამოყენება. ამასთან ერთად, პროექტის ძირითადი ამოცანაა ნატურალური, ეკოლოგიურად სუფთა ღვინოების წარმოების, ვენახის მოვლის მეთოდების გაუმჯობესებისა და მომხმარებლებისთვის ღვინის მეტი არჩევანის შეთავაზების ხელშეწყობა. პროექტი ფოკუსირებული იქნება უახლეს მეცნიერულ მიღწევებზე; ის ასევე გამოიყენებს შემოქმედებით მიდგომებს საზოგადოებრივი კომუნიკაციისა და ჩართულობის კუთხით, რაც მოიცავს ციფრულ ფორმატში ისტორიების თხრობას, ვირტუალურ ჩვენებებს, მეცნიერება-ხელოვნების კავშირებს, ასევე, მცდელობებს, ჩართოს შესაბამისი საზოგადოებრივი ჯგუფები ახალი იდეების შექმნაში. პროექტის ღირებულება 2,4 მილიონი ევრომდეა და ოთხი წლის განმავლობაში განხორციელდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)