23:52 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-01 12:18:28, 946 ნახვა

საზოგადოება
ქალთა მე-2 საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა, რომელიც პრეზიდენტმა უკრაინელ ქალებს მიუძღვნა

ეს არის კონფერენცია, რომელიც ეძღვნება მშვიდობას, უსაფრთხოებას, კონფლიქტებს და ყველაფერს, რისი კეთებაც ქალებს შეუძლიათ დღევანდელი დაძაბულობების - მსოფლიოში მიმდინარე ომების დასაძლევად, - ამ სიტყვებით გახსნა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა თბილისის ქალთა მე-2 საერთაშორისო კონფერენცია.

სალომე ზურაბიშვილმა ქალთა მე-2 საერთაშორისო კონფერენცია უკრაინელ ქალებს მიუძღვნა.

"ეს არის კონფერენცია, რომელიც ეძღვნება მშვიდობას, უსაფრთხოებას, კონფლიქტებს და ყველაფერს, რისი კეთებაც ქალებს შეუძლიათ დღევანდელი დაძაბულობების - მსოფლიოში მიმდინარე ომების დასაძლევად. ქალებს ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ. ქალებზე, რა თქმა უნდა, ომები და მშვიდობა უშუალოდ ახდენს ზემოქმედებს და მინდა, ეს მეორე კონფერენცია უკრაინელ ქალებს მივუძღვნა, რომლებიც დღესაც, წელიწადნახევარის შემდეგაც, უკრაინაში ჭურვების ქვეშ არიან. დარწმუნებული ვარ, რომ მომავალ წელს, თბილისის ქალთა მესამე საერთაშორისო კონფერენციაზე განვიხილავთ, როგორ უნდა ავაშენოთ ახალი მშვიდობა ახალ სამყაროში. დიდ მადლობას გიხდით მობრძანებისათვის," - განაცხადა ზურაბიშვილმა.

თბილისში ქალთა მეორე საერთაშორისო კონფერენცია იმართება, კონფერენციაში მონაწილეობენ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლა ბეარი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები უიდედ ბუშამაუი, დოქტორი რუთ მიჩელი და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics